ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისლამური სახელმწიფო” ნიუ-იორკს ემუქრება

ISIS ნიუ-იორკზე თავდასხმას გეგმავს. ახალი  ვიდეო, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ნიუ-იორკს ემუქრებიან,  ISIS-მა ახლახანს გამოაქვეყნა.

შესაძლო თავდასხმაზე კომენტარი ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ გააკეთა:

„ნიუ-იორკს კონკრეტული საფრთხე არ ემუქრება.  გვესმის, რომ ტერორისტებს  მოქალაქეების  დაშინება სურთ, მაგრამ ისინი ამას ვერ მოახერხებენ“ – თქვა ბლასიომ.

Euronews-ის ცნობით, ექვსწუთიან ვიდეოში ქალაქზე თავდასხმის სამზადისზეა საუბარი. FBI-მ  (გამოძიების ფედერალური ბიურო) უკვე დაიწყო  გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტების განცხადებით,  მსგავსი ტერაქტები კიდევ არის მოსალოდნელი.

იტვირთბა....