გლდანის ციხეში პატიმრისთვის განკუთვნილ ამანათში ნარკოტიკები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრელებს.
არსევული ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელიც ამანათის შეტანა რიგში მყოფ უცნობ მამაკაცს, გ.ნ.-ს სთხოვა იმ მიზეზით, რომ თავად პირადობის მოწმობა დაავიწყდა. გ.ნ.-მ სხვისი ამანათი მართლაც შეგზავნა, თუმცა შემოწმების დროს ნარკოტიკული საშუალება აღმოჩინეს.
შემოწმებისას აღმოჩნდა „სუბოტექსის“ რამდენიმე აბი, რომელიც ვაშლში კურკების ნაცვლად იყო ჩალაგებული. შემოწმების დროს კი ერთ-ერთ ვაშლს მიმაგრებული ყუნწი მოწყდა და ნარკოტიკული საშუალებები გადმოცვივდა.
მომხდარის დროს ადგილზე უცნობი პირი ადგილზე აღარ იმყოფებოდა, გიორგი ნ. კი სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთიერების შეტანის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკების შეტანის მცდელობის შესახებ პენიტენციურ სამსხურშიც ადასტურებენ.უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:
„2020 წლის 26 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოშო დაიწყო გამოძიება გ. ნ.-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19/378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო №8 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინება, რომლის თანახმად 2020 წლის 26 ნოემბერს, გ.ნ.-მ მსჯავრდებულ ზ.ჭ.-თან მიიტანა ამანათი, რომლის შემოწმების დროს ხილში, კერძოდ ვაშლში აღმოჩნდა მოთავსებული მცირე საგნები (ნარკოტიკული საშუალება).
გ.ნ. ამავე დღეს დააკავეს და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 28 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19/378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2020 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა“.