„ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის საუნჯე. ზოგიერთისთვის მთავარია მატერიალური სიმდიდრე და ძალიან ბევრს ფიქრობს მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რა ჭამოს, რა სვას, სად იცხოვროს; თუ ერთი სახლი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე ოცნებობს, თუ ფული დააგროვა – მეტის მოპოვების სურვილი უჩნდება, მაგრამ არიან ადამიანები, მორწმუნენი, სულიერად მოაზროვნენი და ეკლესიურნი, რომელთაც ძალიან კარგად ესმით სიტყვები უფლისა: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე
ამონარდის მისი 2001 წლის ქადაგებიდან ავრცელებს „საპატრიარქოს უწყებანი“.