ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – მთავრობამ შეკვეთა უკვე გააფორმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.  ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას უკვე შეკვეტილი აქვს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა, რისთვისაც წინასწარ  “კოვაქს” პლატფორმას 4,5 მილიონი დოარი უკვე გადაუხადა.

“როგორც ვიცი, კოვაქს პლატფორმა შეისყიდის მილიარდზე მეტ დოზას, მასში გაერთიანებულია 170 ქვეყანა, და 2021 წლისთვის ყიდულობენ არაერთი ვაქცინის დოზას. მათ შორის, ოქსფორდის, ფაიზერისასტრაზენეკას რამდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი.

ჩვენ კარგი გადახდის პირობები გვაქვს კოვაქსთან, წინასწარი შენატანით 4,5 მილიონი შევიტანეთ, და ეს იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის შერჩევა. დიდი ალბათობით ეს იქნება მარტი-აპრილისთვის, მაგრამ, “კოვაქს” პლატფორმის გარდა, ჩვენ სულ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. გვქონდა ტელეკონფერენცია ასტრაზენეკასთან და ოქსფორდთან პირდაპირი შესყიდვის შესახებ. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ როგორც კი დაიწყება ვაქცინაცია, ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს ეს” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ცნობილია, რომ თვადაპირველად ვაქცინა გათვლილია 700 000 ადამიანისთვის, ხოლო ვაქცინაცია უფასო იქნება.

იტვირთბა....