ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრი არხის ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე-მაშვლების თანამშრომლების დიდ ნაწილს კორონავირუსი აქვს.

უწყება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალქეებს.

“ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი.

ტელეკომპანია “მთავრი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის. “112”-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.

შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  გავრცეებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ დრისთვის 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირებული თანამშრომლები შესაბამის მკურნალობას გადიან, ხოლო მათი კონტაქტები “პისიარ” ტესტს იტარებენ და თვითიოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში კოვიდაფეთქებაა და მეხანძრეების რესურსი ამოწურულია. ხოლო, ერთ-ერთ ბრიგადის თანამშრომლებს კორონავირუსის ტესტს მიზანმიმართულად არ უტარებენ, რადგან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდეს.

იტვირთბა....