ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“27 ნოემბერს 22:20-ზე კლინიკის უკანა კარიდან გავიდა” – ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ

ქუთაისში, მოხუც მამაკაცს ეძებენ. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ანზორ ლემონჯარია 27 ნოემბერს 22:20-ზე ქუთაისის კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. ბოლოს ის იმავე დღეს, ყინულის მოედანთან შეამჩნიეს.

“ფეისბუქში” გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკარგული არის ონკოლოგიური პაციენტი. მას აქვს მეხსიერების პრობლემაც.

“მეგობრებო ვეძებთ ამ უსაყვარლეს ადამიანს ბაბუაჩემის ძმას. ანზორ ლემონჯარია ქუთიასის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 27 ნოემბერს 22:20-ზე კლინიკის უკანა კარიდან გავიდა და შემდეგ შემჩნეულია იმავე დღეს 23:00-ზე ქუთაისში, ყინულის მოედანთან მას შემდეგ კვალი იკარგება. კლინიკიდან გასვლისას ეცვა შავი სვიტერი და შავი შარვალი, ასევე ეხურა შავი ქუდი. იგი არის ონკოლოგიური პაციენტი და ასევე აქვს მეხსიერების პრობლემა. გთხოვთ დამეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში. ასევე ბევრი ქუთაისელი მეგობარი მყავს თუ ვინმემ შეამჩნიეთ მომწერთ ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე – 551666619. გთხოვთ გააზიარეთ” – წერს დაკარგულის ახლობელი.

იტვირთბა....