aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რანაირად ახერხებ, ისეთი გადაცემები აკეთო, კახი კალაძე და გიორგი ვაშაძის ცოლი ერთნაირად გააბრაზო?” – გრიგოლია ნოდარ მელაძეს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელით ტვ „პირველის“ მთავარ პროდიუსერსა და „შაბათის ეთერის“ ავტორს, ნოდარ მელაძეს მიმართავს.

“მეტრონომი” ჟურნალისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„რანაირად ახერხებ, ისეთი გადაცემები აკეთო, კახი კალაძე და გიორგი ვაშაძის ცოლი ერთნაირად გააბრაზო? ოპოზიციონერი ლიდერის ცოლი და ქალაქის მერი ერთად აპროტესტებენ და რია ვიცი, აბა. სხვებზე აღარაფერს დავწერ, სახეებს რომ იხოკავენ ჩინოვნიკების დაცვით“. – წერს ინგა გრიგოლია.

ინფორმაციისთვის, გუშინ, “ტვ პირველის” ეთერში, პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა.

აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთი ჟურნალისტი და “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თალაკვაძის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გიორგი ვაშაძის ცოლი რომ კალაძესთან ერთად აპრავებს, არა უშავს?! ჩამოყალიბდით რა, ვინ საით ხართ?” – წერს კილაძე.

ამასთან, კილაძე “ფეისბუქ” პოსტს  ორ ფოტოსურათს ერთად აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ ქეთევან ბუბუტეიშვილმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

იტვირთბა....