aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან ძალიან სამწუხაროა“ – არჩილ თალაკვაძის მეუღლე “ტვ პირველის” სიუჟეტს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

ნოდარ მელაძის “შაბათში” გასულ სიჟეტში, სადაც საუბარი პარლამენტის თავჯდომარის მიერ ადმინისტრაციულ რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ იყო, თალაკვაძის მეუღლე ცილისწამებლურს უწოდებს.

“მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს. კადრებშიც კარგად ჩანს უბრალო რემონტი და ავეჯი. გადავწყვიტეთ ამ ბინის გაყიდვა და დროებით გადავედით ნათესავთან, რომ ამ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ახალ, მშენებარე ბინაში შევიტანოთ. გოგოები წამოიზარდნენ და ცხადია, გაფართოების სურვილი ასეთ დროს ნებისმიერ მშობელს აქვს.

ბინას ყიდიან ბროკერები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე აკეთებს. დაცვა კი არჩილს პროტოკოლით ეკუთვნის ამ თანამდებობაზე და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა დასაცავი პირის ბინაში, საცხოვრებელ სივრცეში უცხო პირი მარტო არ დატოვოს. რა იყო ამ სიუჟეტში საერთოდ სენსაციური და ყურადღება მისაქცევი?! კაკლებში ახალი რეზიდენცია არის აბსურდული დეზინფორმაცია. ასეთი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ფუნქციებს, ის შეზღუდვების პირობებშიც დისტანციურად მუშაობს ყველასათვის.

რა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ ამ აბსურდს და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ? თავს არ ვიმართლებ, 10-15 წელია ორივენი ვმუშაობთ. არასდროს უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს. უბრალოდ გაკვირვებას და გულისტკივილს გამოვხატავ. ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან ძალიან სამწუხაროა“, – წერს „ფეისბუქზე“ არჩილ თალაკვაძის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ტვ პირველის” ეთერში სიუჟეტი გავიდა, –  “როგორ იყენებს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის”.  აღნიშნულ სიუჟეტში ხაზგასმითა აღწერილი, რომ არჩილ თალაკვაძე საცხოვრებელს ბინას ყიდის და ახალ, ფეშენებელურ სახლს იშენებს. ამასთან, ჟურნალისტი, რომელიც ამ თემით დაინტერესდა, იმ სამაკლერო კომპანიის თანამშრომლებს უკავშირდება, რომლებსაც თალაკვაძის ბინის გაყიდვის საქმეს კურირებენ. როგორც მაკლერები ჟურნალისტს სატელეფონო ინტერვიუში უყვებიან სამ ოთახიან ბინა, რომელიც 95 000$ იყიდება, ყველაფერი რჩება. ამასთან, მაკლერები ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ ბინის ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. – როგორc ისინი ინტერვიუს დროს დასძენენ,  – “ბინა ისეთი ადამიანისაა, რომ ამაზე პრობლემა არ შეიქმნება.”

როგორც სიუჟეტში ირკვევა, ქვეყანაში, პრემიერის მიერ დაწესებული კომენდატის მიუხდავად აღნიშნული ბინის სანახავად მყიდველს მისვლა კომენდატის საათის შემდეგაც შეუძლია.

იხ: “ტვ პირველის” მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იტვირთბა....