ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამაში ბოიკოტს მე ეგრევე გავცვლიდი”- ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პარტია „გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტზე უარს იტყვის, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე დათანხმდება. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ „zoom-ის” მეშვეობით მხარდამჭერებტან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისი პარტიის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა უნდოდათ, რადგან იქიდან ეკეთებინათ საქმე.

„მე და გირჩსაც პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. და თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების დღეს ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომლითაც დადასტურდება, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია თუ დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. მე-10 მოწვევის პარლამენტი 10 დეკემბერს შეიკრიბება.

იტვირთბა....