ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება” – რუსეთის საგარეო უწყება კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშა ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.

იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

იტვირთბა....