aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქეჩოში კიდებდნენ ხელს და ერეკებოდნენ ცხვრის ფარასავით, სული ამოხადეს ხალხს იმ კარანტინში” – ალეკო ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქეჩოში კიდებდნენ ხელს და ერეკებოდნენ ცხვრის ფარასავით. გამოკეტეს და სული ამოხადეს ხალხს იმ კარანტინში. რატომ?”  – ამის შესახებ პარტია “მოქალაქების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც “მოქალაქების” ლიდერმა გადაცემაში აღნიშნა, ფული ხელისუფლებას სეზონური გრიპის ვაქცინის ყიდვაში, სასუნთქ აპარატებში, საწოლფონდის შექმნაში და სწრაფი უფასო ტესტების შეძენაში უნდა დაეხარჯა.

“ოპოზიციისკენ რომ თითს იშვერდა გახარია და ცქიტიშვილი უსირცხვილოდ, ახლა ვისი ბრალია ამ აკრძალვის შედეგად რომ პირიქით მიაწყდა ხალხი? სულ ვამბობდი, რომ არის საკითხები, არის ვითარება – ომი, სტიქიური უბედურება და პანდემია, როდესაც ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ, პარტიული კუთვნილება და შევქმნათ ეროვნული თანხმობის რაღაც სტრუქტურა, სადაც ერთმანეთს აზრს გავუზიარებთ.

რა მივიღეთ იქედან ქედმაღლობის გარდა?! კორონავირუსი ვინმეს ინდობს? მარტო ოპოზიციის მხარდამჭერებს დაემართა თუ მარტო ხელისუფლების მხარდამჭერებს? პასუხისმგებლობა უნდა გადაგვენაწილებინა და აზრები გაგვეცვალა, რა როგორ გაგვეკეთებინა. რით მოემზადნენ მეორე ტალღისთვის? 65 მილიონი მიათხლიშეს ისევ თავის სასტუმროებს და სჭირდებოდა კაცს თუ არ სჭირდებოდა, ქეჩოში კიდებდნენ ხელს და ერეკებოდნენ ცხვრის ფარასავით. გამოკეტეს და სული ამოხადეს ხალხს იმ კარანტინში. რატომ? – იმიტომ, რომ თვითონ გააკეთეს ფული თავისივე სასტუმროებში.

ამის ნაცვლად რა დაასუბსიდირეს? – მშენებლობის ბიზნესი. რა შუაშია აქ კორონავირუსი? ამაზე პრეზენტაცია გვექნება და ვაჩვენებთ, ვის ჯიბეში დაილექა ეს ფული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....