aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვინც ითხოვდა, არ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა, არის დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისკენ ხელს იშვერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკავშირი, საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან ოპტიმისტურად  არის განწყობილი და წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება  მიღებული  უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა ასევე  გაწეული სამუშაოსთვის ყველა სახელმწიფო უწყებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით ყველა ვალდებულება შესრულებულიყო.
„დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია; ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში. ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან გასათვალისწინებულია ევროპაში არსებული ვითარება, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი შესრულებულია. აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“,28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს და მე ამის იმედი მაქვს„. – განაცხადა პრემიერმა.

ამ საკითხზე „მეტრონომი“ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანლის, ხათუნა საღინაძისგან შევიტყვეთ, 15 დეკემბერს ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღება.

„15 დეკემბერს მოხდება გეგმის შესრულების ტექნიკური შეფასება, ანუ დაიდება იმის ანგარიში, თუ გეგმა ტექნიკურად რამდენად არის შესრულებული და სწორედ ამის შემდეგ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ანგარიში არ წყვეტს ძალაში შესვლის პროცესს. თუმცა, მის საფუძველზე, ევროკავშირის მიერ უკვე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება. – განაცხადა “მეტრონომთან”ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციების  სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანლმა, ხათუნა საღინაძემ.

ასევე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვინც ითხოვდა, საქართველო არ მიეღო უვიზო მიმოსვლა, არინაციონალური მოძრაობისწევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

„ერთადერთი, ვინც ბრიუსელში – ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს ევროკავშირში დაუდასტურეს, რომ გაოცებულები არიან. მათ პირდაპირ უთხრეს, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? პასუხი კი იყო, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მტრობა?!“- განაცახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ დავით ბაქრაძესთან და გიორგი კანდელაკთან დაკავშირებას, მაგრამ მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ მათ პოზიციას პრემიერის მიერ გალეთებულ განცხადებასტან დაკავშირებით.

იტვირთბა....