სოფლის მეორნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასი არ გაიზრდება.
მისივე თქმით, ფასის შენარჩუნების მიზნით, მთავრობა პირველი ხარისხის ფქვილს დაასუბსიდირებს.
„მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. იყო ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა, ისე პურის მწარმოებელთა კავშირის ან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად უკვე ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად, ეს შეიძლება ასახულიყო პურის ფასზე. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც საუბრობდნენ ისინი იმაზე, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ გარკვეული სქემა სუბსიდირების განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პურის არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.