ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

„სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა“ – ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი

„სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?!“, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას განვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი –  ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით, ფრთხილად, ჩემი თავი ხელიდან-ხელში. კიდევ მეტი! – მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა, რისი სპეციალისტიც არ ვარ – იგივე ღონეს მიმართეთ!…

…. სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს, გულახდილად, რთულ შემთხვევაზე: „ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო“… ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს „მცოდნე“ ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე“.- წერს გადელია.

იტვირთბა....