ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლელოს” ოფისში იკრიბებიან. შეხვედრაზე ოპოზიციის წევრები იმსჯელებენ იმის შესახებ, რა მოქმედების გეგმა ექნებათ მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს.
როგორც შეხედრამდე შესვლაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არლამენტის შეკრების დღეს, სესაძლოა, სიმბოლური აქცია გაიმართოს.
„შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება. არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული რეალურობიდან გამომდინარე, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოაგდოებას,“-განაცხადა თარხნიშვილმა.
ასევე, ოპოზიციისლიდერები იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორი იქნება მათი სამომავლო ნაბიჯები.
შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობემ. საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში საჭირო ბარიერი 9 პარტიამ გადალახა.