საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ცნობილია. ამის პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, კერძოდ:
საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას. 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.
1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი). სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი). 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში. იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.