aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიის რეგიონებში ფრინველის გრიპი აღმოაჩინეს – დაახლოებით 1,2 მილიონი ქათამი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონიის რეგიონებში ფრინველის გრიპი აღმოაჩინეს. დაავადების ძირითადი კერაა ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ავაძიშა. გამოცემის ცნობით, ხდება ამ ტერიტორიის დეზინფექცია. მათივე თქმით, ფრინველის გრიპი დაფიქსირდა კაგავისა და ფუკუოკის პრეფექტურებში, რის გამოც დაახლოებით 1,2 მილიონი ქათამი მოკლეს.

„ვირუსის გავრცელების გამო 140 000-ზე მეტი ქათმის მოკვლას აპირებენ” – აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესკონფერენციაზე ჰიოგოს პრეფექტურის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „მაშინაც კი, თუ ქათამს მიირთმევთ, ის არ დაგაინფიცირებთ, ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ არ გავრცელდეს ვირუსი”.

 

იტვირთბა....