ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიცემა თუ არა ისევ 200-ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის

ხელისუფლება, სავარაუდოდ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეც ადასტურებდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობა ახალი ღონისძიებათა პაკეტის წარმოდგენას გეგმავს.

„200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ამასთან ცნობილია, მთავრობა ახალ საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს. დახმარების პაკეტი გათვალისწინებულია იმ მოქალაქეებისა და დარგებსთვის, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს.

შეგახსენებთ, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები წესდება, რომელიც 24 დეკემბრიდან 28 ნოემბრამდე, შემდეგ კი, 3 იანვრიდან, 15 იანვრამდე გაგრძელდება.

 

იტვირთბა....