ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე”- თურნავა განმარტავს, ვინ ისარგებლებს ახალი პროგრამით

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი იმ მოქალაქეებისა და დარგებსთვის, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. ამის შესახებ ნათია თურნავამ თავრობის სხდომაზე განაცხადა.

თურნავას თქმით, მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს.

“ამავდროიულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისო საბჭო კოორნავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ გაცდება ცნობილი.

იტვირთბა....