„თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას.”
მარინა ენდელაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.