„ჩემი პირადი აზრია, რომ თუკი ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ არ მივიღოთ პარტიული დაფინანსება, მაგრამ ყველა პარტია იღებს თავის გადაწყვეტილებას. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებ. ჩვენ ამ თემას ახლა ვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. რაც შეეხება უახლოეს სამ დღეში კონკრეტულად ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე.”
ბადრი ჯაფარიძე – „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
ცნობისათვის, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.