aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, ჟურნალისტიკაში დავბრუნდები და იქიდან ვიბრძოლებ” – ინაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება არ შედგება, ჟურნალისტიკაში დაბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არამარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები.

მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე, თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....