„არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკოორდინაციო საბჭოზე. გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ასე უპასუხა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება.