ბათუმში მდებარე სტუმროში მყოფი კოვიდპაციენტი მორიგე ექთანს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაზარალებული ექთანი აჭარის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. რაც შეეხება, თავად პაციენტს, არსებული ინფორმაციით, ის მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია.
“მეტრონომის”ინფორმაციით, პაციენტმა ასევე, ფიზიკური დაზიანებები საკუთარ თავსაც მიაყენა. ამჟამად ის სხვა კლინიკაშია გაყადყანილი.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.