“გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტში შესულ თითო ოპოზიციურ დეპუტატში ბიძინა ივანიშვილი თავიდან ერთ მილიონს იხდიდა და ახლა კიდევ გაზარდა საფასურიო. მათი გადასაწყვეტია, ვინც ივანიშვილის მილიონებს აიღებს. თუმცა ერთი და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი რომც შევიდეს პარლამენტში, ამით მაინც ვერ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია.”
გურამ ჩალაგაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “ახალ თაობას”განუცხადა.