aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა ტიპის შეზღუდვები იგეგმება დეკემბერსა და ინვარში? – კულუმბეგოვი განცხადებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ალბათ დეკემბერსა და იანვარში შეზღუდვები ამოქმედდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მსჯელობა იყო იმ საკითხებზე და იყო ღია ეს საუბარი, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც მოახდენს ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას და მთავარი საპირწონე გახლავთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე რომ წერტილოვან შეზღუდვებს მინიმალური გავლენა ჰქონდეთ ეკონომიკაზე და მაქსიმალური შესაძლებლობა მოგვცეს, რომ მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის ტრაექტორიაზე.

რა თქმა უნდა ორი განსაკუთრებული თვე ეს იქნება ალბათ დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იქნება, მსჯელობა მიმდინარეობს. ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შეიძლება ამის შესახებ კონკრეტულად ხალხს გააცნოს, არის საკოორდინაციო საბჭო. მეტის თქმის უფლება მე სამწუხაროდ, არ მაქვს ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....