ახალი ამბები მთავარი სამართალი

პეკინზე ბანკი სათამაშო იარაღით დააყაჩაღეს

პეკინის ქუჩაზე, “პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სათამაშო იარაღებით დააყაჩაღეს. “მეტრონომი” “პროკრედიტ ბანკის” მარკეტინგის უფროსს, თათა მდინარაძეს პირადად ესაუბრა, რომელმაც დაყაჩაღების ფაქტი დაადასტურა, ასევე “მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლით.

მეტრონომი“: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკი სათამაშო იარაღით დააყაჩაღეს, მართალია?

“კი, ანუ, მეც ესე ვიცი რომ დაყაჩაღება მოხდა სათამაშო იარაღით.  ბანკიდან  თანხა არის წაღებული, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რამდენი. თუმცა,  ვიცით, რომ სამივე ვალუტაში მოხდა გარკვეული თანხის წაღება. ხვალიდან განახლდება მუშაობა პეკინის ფილიალში, იმიტომ რომ სამუშაო საათის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. გამოძიება კი უკვე დაწყებულია.”

იტვირთბა....