ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავითარ შემთხვევაში მიიღოთ ანტიბიოტიკები პირველი 4-5 დღის განმავლობაში”- ექიმი კოვიდპაციენტებს მიმართავს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კოვიდპაციენტებს, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც დავით გადელია აცხადებს, დაინფიცირებიდან განსაკუთრებით პირველი 4-5 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

“არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება,:- აცხადებს დავით გადელია.

ამასთან, როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, კლინიკებში ბევრი ისეთი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.

საქართველოსი ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 18 526 აქტიური შემთხვეაა დადასტურებული. მათგან 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს, 8 595 პირი კი ვირუსის მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

 

იტვირთბა....