aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გამყრელიძის ინფორმაციით, მთავრობა ახალ შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსის პრევენცის მიზნით, რეგულაციები გამკაცრდეს და წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, აუცილებელია, წერტილოვანი შეზღუდვები რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით დაემატოს.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისტვის, შეზღუდვების გამკაცრებაზე განცხადება ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც გაავრცელა.

იტვირთბა....