ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს” – რა სახის შეხღუდვების დაწესებაზე მსჯელობს მთავრობა

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობს, ასევე, განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები, თუმცა სრული “ლოკდაუნი” არ იგეგმებს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა  უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, შესაძლოა, გადაადგილების შეზღუდვის საატები გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს სამუსაო დღეების განმავლობაში.

“რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია.

 

იტვირთბა....