ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ხაშურში “გალფის” ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს

სამართალდამცველებმა ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული გ.დ. და 2002 წელს დაბადებული ე.გ., ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური “გალფის” ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.

პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....