ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი – ბენო ჭელიძე, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ბოლო დღეების განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყანილი.

სამინისტროს ცნობით, ბენო ჭელიძე, რომელსაც ვირუსთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქობდა, კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, აჭარაში covid-19-ით სამი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....