ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიწისძვრა საქართველოში

არ ვიცი გენაცვალე,  ჩვენ არაფერი გაგვიგია – გვიპასუხეს სეისმურ ცენტრში

 

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ტყიბულიდან 1 კილომეტრში, დაბა ხარისთვალაში მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის შესახებ  ინფორმაცია, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორიგინს ცენტრის პირად გვერდზეც დევს, სადაც დაფიქსირებულია მიწისძვრა – ქალაქი ტყიბულში.

“მეტრონომი” მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ისტიტუტის სეისმურ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც მიწისძვრის, შესახებ ჩვენგან შეიტყეს. სეისმურ ცენტრში ინფორმირებულები არ იყვნენ და გაკვირვებულინ ხმით გვიპასუხეს

“არ ვიცი გენაცვალე,  ჩვენ არაფერი გაგვიგია” – გვიპასუხეს სეისმურ ცენტრში.

eqmap

იტვირთბა....