“იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სისტემური ლოქდაუნი, რომელიც გულისხმობს, თუნდაც სახლიდან გამოსვლის შეზღუდვას ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ თუმცა, განვიხილავთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებას. ეს აუცილებლობა განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.”
მაია ცქიტიშვილი – ვიცე-პრემიერი.
ამის შესახებ მან “იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” განაცხადა.