მთავარი ციტატა

მაიკ პომპეოს სავარაუდოდ ენტონი ბლინკენი შეცვლის

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარკვებული კანდიდატი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. ინფორმაციას NY times-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს ოფიციალურად  24 ნოემბერს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში გამართულ არჩევნებში “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ბოლო მონაცემებით,  ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და შედეგებს არ აღიარებს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იტვირთბა....