ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის” – ბერძენიშვილი

პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის “სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის.”

„ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ​“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....