თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ თურქეთი ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა.
„დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ.