ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – კლინიკის განცხადება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დაიჯესტს“ კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს დამატებითი კვლევები მომავალ კვირაში ჩაუტარდება.

„თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც იგივეა, რაც გუშინ. სტაბილური მდგომარეობაა, ცვლილებების გარეშე, იგივე სიმპტომებით. მომავალ კვირას გაკეთდება დამატებითი კვლევები. თუ საჭირო გახდება შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია” – აღნიშნეს პრესსამსახურში.

ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

იტვირთბა....