ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან 05:00-საათამდე დღეიდან ისევ ამოქმედდება

საქართველოს დიდ ქალაქებში დღეს, 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ამოქმედდება. როგორც ცნობილია, 05:00 საათამდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდთი, გორში და ფოთში აეკრძალებათ გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილით მოსიარულეებს.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

ცნობისათვის, შეზღუდვები, რომელიც 7 ნოემბერს შევიდა ძალაში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2 დღით იყო მოხსნილი.

იტვირთბა....