aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს, ამის შემდეგ ერთი დღეში გარდაიცვალა“ – რუსთავში კოვიდ 19-ით მამაკაცი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი. – აღნიშნულ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

როგორც გამოცემასთან ცოლ-ქმარის მეზობლები აცხადებენ, ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კოვიდ-19 აქვს ქალსაც, რომელიც ახლა მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ გადის.

„10 დღეა ეს ადამიანები არიან ცუდად. ქალს ჰქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. მერე ამას აღარ ჰქონდა სიცხე და მითხრა, ჩემს მეუღლეს აქვსო, 39.7 უფიქსირდება და ვერ ვუგდებთ ტემპერატურასო. ეს გაგრძელდა მთელი შვიდი დღე. ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს. ამის შემდეგ ერთი დღე გავიდა და გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ეს ქალბატონი კი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული ახლა. ბოლოს რომ დავურეკე მითხრა, უკვე იმდენად მძიმედ ვარ შეიძლება ვეღარ გიპასუხოო“, – აცხადებს ქეთევან გიორგაძე.

ამასთან, “ინფორუსთავის” ინფორმაციით, მეზობლები კორპუსის დეზინფიცირებაში დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარეთ გამოსვლა მათთვის საშიშია.

„ვითხოვთ დეზინფექციას. ჩემს სართულს მე ვუვლი, მაგრამ აქ თუ კოვიდი დაფიქსირდა, ამას სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. რამენაირად უნდა დაგვეხმარონ”, – განაცხადა ქეთევან გიორგაძემ.

„ინფორუსთავის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 65 წლამდე იყო, მისი მეუღლე კი 55 წლისაა.

იტვირთბა....