“სტაბილურობა კარგია, მშვიდობა კარგია, ცხადია, მაგრამ წუმპეში ჯდომას არანაირი აზრი არა აქვს. სტაბილურად ნეხვში თუ ზიხარ, ეგ კარგი არ არის. იქიდან უნდა ამოძვრე და ახლა ეს ქვეყანა არის ამოსაძვრენი. ახლა ამ არჩევნებზე იყო მაგის შანსი”.
ზურაბ ჯაფარიძე – პარტია “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღაიბაშვილი აცხადებს, რომ მან ხმა სტაბილურობას და მშვიდობას მისცა.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.