რეიდის დროს პარიზში, სენ-დენის გარეუბანში ერთ-ერთ ბინაში ატეხილი სროლისას ტერორიზმში ორი ეჭვმიტანილი მოკლეს, კიდევ ერთმა, ქალმა თავი შაჰიდი ქამრით აიფეთქა. კიდევ ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოპერაციის მთავარი სამიზნე 27 წლის ბელგიელი, აბდელჰამიდ აბაუდია. ითვლება, რომ მან სირიიდან დაგეგმა პარიზის ტერორისტული აქტები. პოლიცია ეჭვობს, რომ სენ დენიში დაღუპულებიდან ერთ-ერთი სწორედ აბაუდია.
პოლიციის რეიდებისას მინიმუმ ორი სამართალდამცავი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს პარიზში მოხდარი ტერაქტებისას ტერორისტებმა 129 ადამიანი მოკლეს, დაშავებულია ორასზე მეტი ადამიანი. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
13 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე როგორც პარიზში, ისე მთელ საფრანგეთში პოლიცია რეიდებს ატარებს, რომლებშიც სამხედროებიც არიან ჩართული. ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაკეტილია.