“მთავარი არხის” გენერალური რედაქტორი, ნიკა გვარამია სოციალურუს ქსელში ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.
“მეტრონომი” გვარამის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ნამდვილად არ მგონია, რომ პოლიტიკურმა შეხედულებებმა (ფაშიზმი, კომუნიზმი და მსგავსი დევიაციების გარდა) ადამიანების აკადემიურ უფლებებზე და თავისუფლებებზე უნდა მოქმედებდეს. თუმცა, რასაც ქვემოთ ვხედავთ, ეს უკვე პოლიტიკური შეხედულებები არაა, ბერიას მეთოდებია. ამიტომაც, სრულიად ვიზიარებ სტუდენტების ლეგიტიმურ გულისწყრომას – ამ ხალხთან ლექციაზე არც მე შევიდოდი, არც ერთ ვითარებაში. უნივერსიტეტებმა, თუ ამათ არ უშვებენ აკადემიური პერსონალიდან (რაც სრულად მათი გადასაწყვეტია, ცხადია), ის მაინც უნდა უზრუნველყონ, რომ ამათი საგნების ალტერნატიული ლექტორები ყავდეთ.” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი აღნიშნულ “ფეიბუქ” პოსტს ორ ფოტო სურათს ურთავს.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.