“კალაძემ ჩვენს დამოძღვრას თავი დაანებოს, ქალაქის პრობლემებს მიხედოს. ესაა მისი ფუნქცია და ამისთვის აირჩიეს. ნუ გვასწავლის პარლამენტი რა არის.”
ალეკო ელისაშვილი – საბურთალოს მაჟორიტატობის კანდიდატი
აღნიშნულით ელისაშვილმა დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძე აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არის. მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და პარლამენტში შევლენ.
“ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა, არის კონკრეტული ადამიანები. არ არის საჭირო ჩამოთვლა, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.