aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და პარლამენტში შევლენ” – კახი კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და პარლამენტში შევლენ,” – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ნისივე განმარტებით, ხალხმა ოპოზიციას ხმა იმისთვის მისცა, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„იმედი მაქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება, ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკურ პარტიებს მისცა ხმა იმისთვის, რომ მათ იმუშაონ პარლამენტიდან.

ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა, არის კონკრეტული ადამიანები. არ არის საჭირო ჩამოთვლა, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.

იტვირთბა....