“20 წელია არჩევნებში ვარ ჩართული, რა არ მინახავს: ჩამქრალ უბანში გასატაცებელი ყუთის დასაცავად ზედ წამომჯდარი უცხოელი დამკვირვებელი ანდა საცემრად განწირული საიას დამკვირვებელი, რომელიც წამიწამზე გადამირჩენია გადათელვას. თუმცა ასეთი სევდიანი “მეორადი არჩევნების” მომსწრე პირველად ვარ. ლექსიც კი დაიწერება, ისეთი სევდა და მარტოობა უბნებზე”.
ანა დოლიძე – დიდუბე-ჩუღურეთეის მაჟორიტატობის კანდიდატი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.