ახალი ამბები მსოფლიო

ცრუ განგაში ჰანოვერის სტადიონზე (ვიდეო)

 

 

პარიზის შემდეგ, არსებობს ტერაქტების საშიშროება გერმანიაშიც

ჰანოვერის სტადიონზე ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ბრიტანული გამოცემა The guardian ავრცელებს.

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მეგობრული მატჩი გერმანია ჰოლანდიას შორის უნდა გამართულიყო, თუმცა თამაშის დაწყებამდე 91 წუთით ადრე, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია,  ტერორისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ. გერმანიის სამართალდამცველებმა ხალხის ევაკუაცია დაიწყეს სტადიონიდან.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას მეზიერის განცხადებით: „ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება“

გერმანული პრესა ირწმუნება, რომ საფრთხის შესახებ გერმანიის პოლიცია  უცხოურმა უშიშროების სამსახურებმა გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უნდა დასწრებოდა.

მანამდე მეზიერმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან განაცხადა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ, გერმანიაშიც არსებობს საშიშროება და ეს საშიშროება „ძალიან მაღალია“.

იტვირთბა....