aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გასულ ღამეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

აღნიშნულ უბედურ შემთხვევას ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ახალგაზრდა შეიწირა – თორნიკე, გენრი და თეკლა…

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა  და ახლობლებს.

არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე  ვკარგავთ ახალგაზრდებს.

ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს თვითმხილველი.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....