“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება.
როგორც ჩარკვიანი წერს, ოპოზიციას გააზრებული აქვს , რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ამის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გასაგონად!
ვიცით ბატონო და ოპოზიციაში გააზრებული გვაქვს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის ცუდია და ( სსრ -ია) ფაქტიურად, მაგრამ საკითხი ასე დგას ახლა, უფრო ცუდი ტოტალურ გაყალბებაზე ანუ სახელმწიფოს მიტაცებაზე ხელის მოწერაა და გაფორმება! ცუდსა და უარესს შორის არჩევანია. ეს მათ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გასაგონად მინდა ვთქვა ,ვისაც თანამედროვე პოლიტოლოგია და დიპლომატია კოლაბორაციონალისტობა და მხოლოდ კაპიტულიაცია ჰგონია, არც კონფორმიზმია დიპლომატია და არც სახელმწიფოს მიტაცებაზე ხელის მოწერა- ამ ბოლოს -სახელი აქვს!”- წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, როოგრც ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, “ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.”