“სტრატეგია აღმაშენებლის’ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ელჩებმა ოპოზიციურ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შედგეს შეთანხმება. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებთან ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ამ შეხვედრის მთავარი გზავნილია, რომ მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისებისკენ. რომ ვთქვათ, ხელისუფლების ხელშია გადაწყვეტის მექანიზმი და არა ჩვენს ხელში. და ეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ის, რაც აქამდე არაერთხელ დაუფუქსირებიათ ოპოზიციურ ლიდერებს,”- აცხადებს ვაშაძე.
ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რეალური კომპრომისების გარეშე ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ.
“პარლამენტში ხელაღებით შესვლას შეთანხმების გარეშე არც კი განვიხილავ. ხოლო, არც კი ვიცი, რა შიძლება იყოს შეთანხმების საგანი, გარდა იმისა, რაც დავაყენეთ ოპოზიციამ,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით გაიმართა. აშსოს იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად შეხვდნენ.